საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ისრაელის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მათი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, საერთო ინტერესების მქონე სფეროებში.
საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს.