09 ნოემბერი 2026,   23:47
ვრცლად
არჩილ გამზარდია ევროპელი ლიდერების თბილისში, ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობაზე: ეს იყო დემოკრატიის ანბანი

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია, გადაცემაში "დებატები," პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებას ეხმაურება.

საუბარია განცხადებაზე, სადაც მახაშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ქართული მხარის მუდმივი მცდელობისა, ევროკავშირთან საქმე დიალოგის რეჟიმში წარმართულიყო, ევროპელი ბიუროკრატები ღიად უჭერდნენ მხარს არჩევნების შემდგომ ბოიკოტს, მონაწილეობდნენ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში და საქართველოში უკრაინის მაიდნის მოწყობისკენ მოუწოდებდნენ.

ამის საპასუხოდ გამზარდიამ განაცხადა, რომ "როდესაც ძალაუფლება ზედმეტად კონცენტრირებულია, დემოკრატიის ანბანია ნებისმიერმა ევროპელმა ლიდერმა მხარდაჭერა ხალხს [გამოუცხადოს]."

"ჰიბრიდული რეჟიმის დროს, როდესაც ძალაუფლება ზედმეტად კონცენტრირებულია, დემოკრატიის ანბანია ნებისმიერმა ევროპელმა ლიდერმა მხარდაჭერა ხალხს [გამოუცხადოს]. თავად ის, რომ აქციაზე მივიდნენ, ეს იყო დემოკრატიის ანბანი და ამაზე არ უნდა ლაპარაკობდეთ," - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

დღის ამბები