06 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 100 მილიონი ლარით მცირდება

მომავალი წლის ბიუჯეტით საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 100 მილიონი ლარით მცირდება და მისი მოცულობა 660 მილიონი იქნება. ამ ცვლილების გამო სამედიცინო მომსახურებით 500 ათასზე მეტი ადამიანი ვეღარ ისარგებლებს.

“პრობლემა დღეს შექმნილია იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ნაწილი კლინიკებისა რომელთაც არ გააჩნია არც ადეკვატური აღჭურვილობა, არც ადეკვატური პერსონალი და რომლებიც გახსნილი არიან ისეთ პირობებში, რომ მე საამქროების მეტს სხვა სახელს ვერ ვუწოდებ და სწორედ ასეთი ტიპის საწარმოების, ეს საავადმყოფო არ არის, ჩახსნაზე არის საუბარი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან,“ - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, აღნიშნულ ცვლილებას ნეგატიურად აფასებს.  

“სამწუხაროდ ახლა ამას აკეთებენ ისეთი ფორმით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა განხორციელდება, რომელიღაც საავადმყოფოში, რომელიღაცაში არა. ამიტომ   შედეგი იქნება ის, რომ საავადმყოფოებთან ნაწილი შეიძლება გაკოტრდნენ, ხოლო პაციენტის მხარეზე პრობლემა იქნება, რომ გაიზრდება რიგები იმ საავადმყოფოებში, სადაც დარჩება საყოველთაო ჯანდაცვა,“ - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.

დღის ამბები