06 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
ტრამპის კომპანიის მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანში ბიზნესპროექტების შეჩერებას ექსპერტები ეხმაურებიან

დონალდ ტრამპის კომპანიის მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანში ბიზნეს პროექტების შეჩერებას ექსპერტები ეხმაურებიან.

ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე, არ გამორიცხავს, რომ ეს უბრალოდ ბიზნეს გადაწყვეტილებაა და ამან რაიმე ზიანი მიაყენოს რომელიმე ქვეყნის იმიჯს. 

„არ გამოვრიცხავ, რომ უბრალოდ ეს იყო ბიზნესგადაწყვეტილება და არამგონია, ამან რაღაც სერიოზული ზიანი მიაყენოს ამა თუ იმ ქვეყნის იმიჯს. თუმცა, ამ ქვეყნებმა თავისი იმიჯს ისედაც ძალიან ბევრი ზიანი მიაყენეს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური ნაბიჯების გამო,“ - განაცხადა  პაატა შეშელიძემ.

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი არ არის არჩეული ქვეყნები და  სანამ ტრამპი პრეზიდენტი იქნება, ბიზნეს პროექტები არც სხვა ქვეყნებში არ განხორციელდება.

„აზერბაიჯანი და საქართველო არამგონია განსაკუთრებით იყოს არჩეული. ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკა, სანამ ბატონი ტრამპი პრეზიდენტი იქნება, არ იქნება განხორციელებული არც სხვა ქვეყანაში. ჩვენ კი გვმართებს იამზე ფიქრი, რომ ეს განხორციელებული ინვესტიცია უკეთესი პირობების გამო, შეიძლება სხვა პროექტმა  ჩაანაცვლოს,“ - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

 

დღის ამბები