01 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
ტრამპის კომპანია საქართველოსა და აზერბაიჯანში ბიზნესპროექტებში მონაწილეობას აჩერებს

დონალდ ტრამპის კომპანია საქართველოსა და აზერბაიჯანში ბიზნესპროექტებში მონაწილეობას აჩერებს. 

ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

ალან გარტენის განცხადებით, ტრამპის ორგანიზაციამ უკვე გაიწვია სალიცენზიო შეთანხმება აზერბაიჯანში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით და იმავეს გაკეთებას აპირებს საქართველოსთან მიმართებაშიც.

მისივე თქმით, ამ ქვეყნებში პროექტების დეველოპერებმა ვერ შეძლეს სალიცენზიო შეთანხმების პირობების შესრულება.

გამომცემლობა წერს, რომ გადაწყვეტილება ტრამპის მიერ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ბიზნესიდან გასვლის განზრახვას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი, აცხადებდა, რომ ტრამპი საქართველოში არანაირ პროექტს არ ახორციელებდა და ეს სააკაშვილის მიერ მოგონებული ტყუილი იყო.  

"ტრამპს საქართველოში არანაირი ინვესტიცია არ გაუკეთებია. გამოყენეს, ორივემ კარგი ტრიუკი გააკეთა. იმას აინტერესებდა, რაღაც ფული გადაუხადეს ტრამპს. სააკაშვილმა კიდევ, როგორც სიცრუის ოსტატმა, ეს გამოიყენა და მე არ ვიცი, რა პროექტზეა საუბარი. მე სერიოზულად არც მიყურებია და არც მაინტერესებს," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ. 

დღის ამბები