06 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
სამთო კურორტებზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას „მოთხილამურე პატრული“ დაიცავს

წელს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას შსს-ს სხვა დანაყოფებთან ერთად მოთხილამურე პატრული დაიცავს.

შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საკურორტო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, შსს-ს აკადემიაში გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს. ტრენინგს საქართველოს ყველა რეგიონიდან პატრულის 74 თანამშრომელი ესწრებოდა.

ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, საქართველოს სამთო–სათხილამურო კურორტების სათხილამურო გზებზე თოვლმავალით ან მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით გადაადგილება აიკრძალა.

მოთხილამურე პატრულის საპილოტე პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარიდან შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო.

სამთო–სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი პატრული სათხილამურო გზებზე სხვადასხვა სახის შემთხვევების პრევენციას და დამსვენებელთა უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.

დღის ამბები