მთავრობის ახალი გეგმა რომელმაც ლარი უნდა გადაარჩინოს სახელმწიფო სტუქტურებში დასაქმებულთა სამსახურებს იწირავს. საბიუჯეტო ორგანიზაციებში ოპტიმიზაცია დაიწყო. პროფკავშირების მონაცემებით გასათავისუფლებელი თანამშრომლების საერთო რაოდენობა 30 ათას ადამიანს აღწევს, რომელთაც სახელმწიფომ 2 თვიანი კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. თუმცა სამინისტროებში თანამშრომლებისგან საკუთარი სურვილით წასვლას ითხოვენ, რათა საკომპენსაციო თანხა დაზოგონ.
პროფკავშირებში მოქმედ შრომით კანონმდებლობას და მის საფუძველზე დაგეგმილ შემცირებებს აკრიტიკებენ.
ხელისუფლების გადაწყვეტილება 10 პროცენტიანი შემცირების შესახებ გაუგებარია არასამთავრობოებისთვის. მათი ნაწილის აზრით, შესაძლოა შემცირება პოლიტიკური ნიშნით ან ნეპოტიზმით მოხდეს.
ავტორი: ეკა გაგუა.