06 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
კომუნალური ვაუჩერების შესახებ მერიის გადაწყვეტილების გამო მრავალი ოჯახი გათბობის გარეშე დარჩება

თბილისის მერიის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველები ქალაქის აღმასრულებელი ორგანოდან ვაუჩერებს აღარ მიიღებენ და მათ მიერ გახარჯული ელექტროენერგიის საფასური პირდაპირ კომპანიას ჩაერიცხება.

აქედან გამომდინარე, ოჯახები, რომლებიც ბუნებრივი აირით თბებოდნენ, სუბდსიდირების გარეშე რჩებიან, რადგან მერიისგან მიღებულ თანხას ადრე ელექტროენერგიასა და გაზზე ანაწილებდნენ.

ნარმანიას უწყებაში აცხადებენ, რომ კომუნალური გადასახადებისთვის გადარიცხულ თანხებს მოქალაქეები ხშირად არამიზნობრივად იყენებდნენ და ცვლილებებიც ამის გამო გახდა აუცილებელი. 

კომუნალური ვაუჩერების შესახებ მერიის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს საკრებულოს ოპოზიცია.

„მერია ცდილობს, რომ ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებზე დაზოგოს თანხები და შეუმციროს მას კომუნალური ვაუჩერი, მათ შორის 0-დან 70 ათას ქულამდე შეფასები მქონე ოჯახებს, რომლებიც თვეში 106 ლარს იღებდნენ, ბიუჯეტში დაუთვალეს მხოლოდ 56 ლარი იმ იმედით, რომ ეს ადამიანები თანხებს სრულად ვერ აითვისებენ და ამით 8 მილიონი ლარი დარჩებათ მათ,“ - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე. 

 

 

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები