06 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
პანორამა-თბილისის მშენებლობას ადგილობრივი მაცხოვრებლები აპროტესტებენ

რუსთაველის გამზირის პირველ ნომერში მცხოვრები მოსახლეობა, მათ გვერდით, პუშკინის პირველ ნომერში, პანორამა-თბილისის ფარგლებში სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებს.

მოსახლეობის თქმით, გარდა იმისა, რომ სასტუმრო საცხოვრებელ სახლთან ძალიან ახლოს შენდება, რუსთაველის პირველი ნომერი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, მშენებლობა კი საუკუნოვანი შენობისთვის საშიშ ბიძგებს იწვევს.

არასამთავრობო ორგნაიზაციების წევრები მიიჩნევენ, რომამ მშენებლობით რუსთაველის გამზირის პირველი ნომრის მაცხოვრებლების უფლებები ირღვევა.

თბილისის მერიაში კი ფიქრობენ, რომ პროექტი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

პანორამა თბილისი არის დამუშავებული და მის პროექტში ძალიან ბევრი სპეციალისტის შენიშვნაა გათვალისწინებული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ იქ რაიმე საფუძველი იმისა, რომ რაიმე დარღვევით კეთდება, არ არსებობს,“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ.

მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე პროექტი სასტუმროების, მოსასვენებელი სკვერებისა და სავაჭრო ცენტრების მშენებლობას გულისხმობს. სხვადასხვა კანონდარღვევის გამო არასამთავრობო სექტორმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართა, თუმცა მათი არც-ერთი მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებიათ. 

 

ავტორები: შოთა დიმიტრიშვილი, სალომე ბოკუჩავა. 

დღის ამბები