გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის საფასური მოქალაქებისთვის - ეს მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. კომისიის წევრები ჰიდოელექტროსადგურების ტარიფის ზრდაზე იმსჯელებენ.
რამდენიმე უმსხვილეს ჰესს ტარიფი უკვე გაეზარდა. დღეს სემეკი კიდევ 10-ის ტარიფს განიხილავს - საუბარია ენერგო-პრო ჯორჯიას საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებსა და ზაჰესზე.
მარეგულირებელმა კომისიამ პროდუქციის გაძვირების ნებართვა 4 თბოელექტროსადგურს უკვე მისცა. უშუალოდ მოსახლოებისთვის ელექტროენერგიაზე ტარიფებს კი სემეკი 26 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს.