საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობისთვის ამ დროის მონაცემებით 7 კანდიდატი იბრძოლებს. კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით საკონკურსო წესში ცვლილებები შევიდა.
ამ დრომდე არსებული სავალდებულო დოკუმენტების ჩამონათვალი შეიცვალა და ნარკოლოგიური ცნობის წარმოდგენა კონკურსანტებისთვის სავალდებულო აღარ არის, რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება საბჭოს არც ერთი წევრი არ საუბრობს, სამეურვეო საბჭომ დღეს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის კონკურსის პროცესს აკვირდებიან მედია ექსპერტებიც, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არხის მომავალი ხელმძღვანელისგან პოლიტიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნება მთავარი ფაქტორი იქნება, კონკურში მონაწილე ზოგიერთი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში კი ისინი პოლიტიკური ზეწოლის საფრთხეს ხედავენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის ვაკანტურ ადგილზე საბუთების წარდგენის ვადა 28 დეკემბერს იწურება, ამის შემდეგ სამეურვეო საბჭომ უნდა გადაწყვიტოს ვინ დაიკავებს არხის დირექტორის თანამდებობას.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.