საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ის ისევ რჩება ექიმების დაკვირვების ქვეშ. ამის შესახებ რუსთავი 2-ს, უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის მკურნალმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა.
"მდგომარეობა გაუმჯობესდა და გამოჯანმრთელებისკენ მიდის, უწმინდესი საპატრიარქოში იმყოფება და ვაკვირდებით, რათა თავიდან იქნას აცილებული სავარაუდო გართულებები,"- აცხადებს ცისანა ჭკადუა. მისივე თქმით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ არსებობს და ის მკურნალობის კურსს საქართველოს საპატრიარქოში გადის.
შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გუშინ, სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას ვერ დაესწრო. მისი მკურნალი ექიმის თქმით ამის მიზეზი ვირუსი ინფექცია გახდა, რომელიც მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობდა.