06 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
ტელეკომპანია მაესტროს დამფუძნებელი სასამართლოს გადაწვეტილების გასაჩივრებას აპირებს

ტელეკომპანია მაესტროს ერთ-ერთი დამფუძნებელი ილია კიკაბიძე პირველი ინსტანციის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში გეგმავს. იგი მოსამართლის გადაწყვეტილებს არ ეთანხმება, რომ მაესტროს ლოგო გიორგი გაჩეჩილაძეს ეკუთვნის.

საქალაქო სასამართლომ ეს ხმაურიანი გადაწყვეტილება დღეს მიიღო და გიორგი გაჩეჩილაძის სარჩელი დაკმაყოფილებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლემ ტელეკომპანია მაესტროს ლოგო, არხის ერთ-ერთ დამფუძნებელს ჩამოართვა და ახალ მფლობელებს გადასცა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სტუდია მაესტროსა და ტელეკომპანია მაესტროს შორის გაფორმებული ხელშკრულება, რომლითაც მაესტროს ლოგო ილია კიკაბიძის კომპანიას უსასყიდლოდ გადაეცა. ასევე ბათილად იქნა ცნობილი პარტნიორთა კრების ის ოქმიც, რომლითაც აქციონერებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მოიწონეს.

როგორც მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას განმარტა, შპს სტუდია მაესტროს იმჟამინდელი დირექტორი ბაია გადაბაძე არ იყო უფლებამოსილი სხვა პირისთვის გადაეცა თუნდაც უსასყიდლოდ ტელეკომპანიის აქტივი, ისე რომ აქციონერები და პარტნიორები ამ გარიგების საქმის კურსში არ ყოფილიყვნენ.

ავტორი: მარიამ შანშიაშვილი.

დღის ამბები