06 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
სამიზნე იქნება "რუსთავი 2-ც" - მედიაექსპერტები ტელეკომპანიების გაერთიანებაზე საუბრობენ

მედიაექსპერტები სამი ტელეკომპანიის გაერთიანებასთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებენ და ხელისუფლების როლზე ამახვილებენ ყურადღებას. მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი განმარტავს, რომ მედიასაშუალებების გაერთიანება პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. 

„სახეზეა ერთგვარი კონცენტრირება სახელისუფლებო მედიის საკუთრების, რაც დაკავშირებულია პირადად ივანიშვილის ოჯახის ბიზნესთან, რომლის მიზანია ერთიანი სარედაქციო პოლიტიკა გაატაროს სხვადასხვა მედიებში. მედიაპლურალიზმის მთავარ გარანტად მაინც რჩება რუსთავი 2, რომელსაც  ამ სამივე არხისგან განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს და იმედია ეს პროცესი მეტ სიცხადეს შეიტანს ვის რა თამაშის წესები აქვს,“-განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.

რუსთავი 2-ის აქტუალურობაზე ამახვილებს ყურადღებას კიდევ ერთი ექსპერტი, თათა ცოფურიშვილი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ შემდეგი სამიზნე რუსთავი 2 იქნება. 

„ცხადია სამიზნე იქნება რუსთავი 2-ც, ისე როგორ ც ეს იყო განვლილი წლის მანძილზე როდესაც სასამართლო პროცესი დაიწყო და ამ მიმართულებით იყო გარკვეული რყევები. რუსთავი 2-ის, როგორც ოპოზიციური მსხვილი ტელეკომპანიის მნიშვნელობა და ფასი ცალსახად იზრდება,“-განაცხადა თათა ცოფურიშვილმა.

დღის ამბები