06 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
15 კანდიდატი ერთ ვაკანტურ ადგილზე - საზოგადოებრივ მაუწყებელში დირექტორს ირჩევენ

საზოგადოებრივ მაუწყებელში განაცხადებების მიღება დასრულებულია და სამეურვეო საბჭო უკვე 15 კანდიდატის საბუთების შესწავლას დაიწყებს, რის შემდეგაც უშუალოდ კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყება.

პირველი არხის ხელმძღვანელის შესარჩევად ბორდს 10 დღეზე ნაკლები აქვს და სავარაუდოდ, 6 იანვრისთვის გადაწყვეტილება გამოცხადდება.

მართალია, კონსკურსის წესებში შეტანილი ცვლილებებით ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა სავალდებულო აღარ არის, თუმცა ნინო ზაუტაშვილი ყველა კონკურენტს სთავაზობს ეს დოკუმენტი საკუთარი სურვილით წარადგინონ.

დირექტორობის მსურველ კადიდატებს შორის არიან: თიკო ბერძენიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ამავე არხის ტელეწამყვანი ნინო ზაუტაშვილი, ჟურნალისტები ნიკოლოზ მჭედლიშვილი, რამაზ სამხარაძე, თამაზ ბიბილური, მარგარიტა დოლიძე და GDS-ის 2030-ის ყოფილი პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე, რომელსაც ხელისუფლებისთვის სასურველ კანდიდატად მოიაზრებენ.

საბუთების სისწორის შემოწმების შემდეგ, გასაუბრება მეორე არხის პირდაპირი ეთერით შედგება. დებატების მოთხოვნის მიუხედავად, სამეურვეო საბჭო იმ ფორმატზე შეჯერდა, სადაც მეორე ტურში გასულ დირექტორობის მსურველებს კონცეფციის პრეზენტაციის და წინასწარ გაგზავნილ სამ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალება ექნებათ.

 

ავტორები: ელისო ჯარიაშვილი, მარიკა გოცირიძე.

დღის ამბები