06 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
კულტურის ცენტრის დაწვის მცდელობა - დუისში ვითარების დესტაბილიზაციის საფრთხეზე საუბრობენ

დუისის კულტურის ცენტრი დაწვას დარაჯმა გადაარჩინა, რომელმაც დროულად შენიშნა ხანძარი და ჩაქრობა მოახერხა. ადგილობრივი მოსახლეობა დღეს ხეობაში არსებული ერთადერთი კულტურული მიმართულების დაწესებულების დასაცავად შეიკრიბა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი იმ მუქარის ზარებს იხსენებს, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც კულტურის ცენტრი ქარლთა ძალადობის წინააღმდეგ აქციაში ჩაერთო.

იზა ბექაური ყვება, რომ ამ ფაქტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიუნიჭებია და ამიტომ, პოლიციასაც არ შეატყობინა.

კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან თავს იკავებენ პანკისის ხეობის სხვა მცხოვრებლებიც. ამ თემაზე ღიად საუბარს ერიდება ხეობის უხუცესი, რომელმაც მომხდარი დღეს გამართულ აქციაზე ასევე გააპროტესტა. ის არ გამორიცხავს, რომ დამნაშავეების დაუსჯელობის შემთხვევაში, მსგავსი ფაქტები უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

ადგილობრივები ასევე ეჭვობენ, რომ მსგავსი ფაქტები პანკისის ხეობაში ვითარების დაძაბვის მიზნით, ხელოვნურად ხდება და საკმაოდ მძიმე სცენარის განვითარებაში, ქვეყნის გარე ძალები არიან დაინტერესებული.

გამოძიებას ეჭვმიტანილების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. საქმე სისიხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ნიშნავს. გამოძიება ცენტრის ხელმძღვანელის მიმართ განხორციელებული მუქარითაც დაინტერესდა.

ეკა გაგუა , ია გულიაშვილი, მამუკა მირიანაშვილი

დღის ამბები