06 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
პროფესიონალი მექრთამეა - ალეკო ელისაშვილი მერიის ყოფილ მთავარ არქიტექტორზე საუბრობს

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, დიმიტრი მოსულიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

დეპუტატმა ამ საკითხზე რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, "მერია კორუფციისგან მთლიანად არის გახრწნილი და მასში პროფესიონალი მექრთამეები მუშაობენ, პირველ ადგილზე კი ამ მხრივ დავით ნარმანიას ძმა არის."

„აქ არის 50 გვერდიანი დასკვნა, რომელსაც ახავს 500 გვერი დანართი, სადაც რასაც მე ვამბობდი დასტურდება. ვუპირისპირდებოდი იმ მექრთამე კაცს, მოსულიშვილს, ვასიკო მაღლაფერიძის სიძეს, დის ქმარს. მაღლაფერიძემ ბიძინა ივანიშვილთან ჩააწყო საქმე, რომ დაენიშნათ ეს კაცი. ის პროფესიონალი მექრთამეა. წარმოადგინეთ, 2 ფაქტზე მყავს დაჭერილი და ნახევარი მილიონი აქვს ერთ-ერთ ფაქტზე შეჭმული. წარმოადგინეთ, 10 სართულიანი კორპუსი მოსულიშვილმა დაამტკიცა, თითქოს იყო 6 სართულიანი,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის აზრით, არ არის გამორიცხული, რომ მოსულიშვილს სხვა კიდევ ბევრი მსგავსი დარღვევა ჰქონდეს. დეპუტატს პროკურატურის იმედი არ აქვს, რადგან ამ ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ ნოემბრიდან უნდა დაწყებულიყო. მისი თქმით, ადამიანი, რომელიც უნდა დაეჭირათ, მერიამ პატივისცემით გააცილა და პრემიაც გადაუხადა.

ამავე თემაზე
დღის ამბები