06 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
ალილოს მსვლელობა თბილისში

ტრადიციული ალილო დღეს თბილისში ვარდების მოედანზე საშობაო მსვლელობით დაიწყო. სასულიერო პირებმა მრევლმა და სხვადასხვა რაიონიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსულმა ადამიანებმა, სხვადასხვა დეკორაციითა და კოსტიუმებით სამების ტაძრამდე გზად რუსთაველის გამზირი გაიარეს.

მსვლელობის მონაწილეები საახალწლო ნობათსა და სხვადასხვა შემოწირულობას აგროვებდნენ. რუსთაველზე მათ საჩუქრებით დახვდნენ პარლამენტის წევრები, თავისუფლების მოედანზე კი დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ალილოს მონაწილეები საპატრიარქოდან წავიდნენ. ქვეყნის პირველმა პირმა მათ საშობაო საჩუქრები გადასცა.

საშობაო მსვლელობა ტრადიციულად სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.

დღის განმავლობაში მოგროვილი შესაწირავი კი, სამების ახალგაზრდულ ცენტრში მოათავსეს, საიდანაც მას ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სხვადასხვა უმწეო ოჯახს გაუნაწილებენ.

ალილოს ტრადიცია საქართველოში მე-5 საუკუნიდან იღებს სათავეს. უძველესი ტრადიცია პატრიარქის ლოცვა კურთხევით, დედაქალაქის მერიამ 10 წლის წინ აღადგინა.

ავტორი: მარიკა გოცირიძე, შოთა კიკნაძე

დღის ამბები