პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის შვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღიარებს, რომ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას თავს დაესხა.
რატი გაჩეჩილაძე აქვე აცხადებს, რომ ის თავად აპირებს გამოცხადდეს შესაბამის უწყებაში ადვოკატთან ერთად.
„ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ!
"ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა. ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში,“- წერს სოციალურ ქსელში რატი გაჩეჩილაძე.
რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმა დღეს საღამოს მოხდა. ნიკა გვარამიას თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.