ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები ნიკა გვარამიას საქმეზე დაწყებულ გამოძიებას განსაკუთრებულად მიადევნებენ თვალყურს. დიპლომატები გმობენ ნებისმიერი ტიპის ძალადობას და ხელისუფლებისგან შესაბამის რეაგირებას ელოდებიან.
ძალადობა ასევე დაგმეს უმრავლესობის წევრებმაც, თუმცა კანონის მთელი სიმკაცრით გამოყენებას არ ეთანხმებიან. ეკა ბესელიასა და მამუკა მდინარაძისთვის რატი გაჩეჩილაძის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების ფორმად, წინასწარი პატიმრობის გამოყენება მიუღებელია.
ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის გამჭვირვალედ გამოძიებას ითხოვენ. პოლიტიკოსები რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილეთა მკაცრად დასჯას ითხოვენ და მომხდარზე მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
ნიკა გვარამიას ლევან გაჩეჩილაძის შვილი, რატი გაჩეჩილაძე თავს 7 ინავარს დაესხა, როდესაც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი მეგობრებთან ერთად რესტორან დაინინგ რუმში იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, თავდასხმა რატი გაჩეჩილაძეს მარტოს არ განუხორციელებია.
ავტორი: ნათია გოგსაძე.