06 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
ცვლილებები მაუწყებლის შესახებ კანონში - "რესპუბლიკელები" სამეურვეო საბჭოსთვის უფლებების შეზღუდვის საშიშროებაზე საუბრობენ

მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. საინიციატივო ჯგუფმა საკანონმდებლო პაკეტით უკვე მიმართა პარლამენტს და სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დეპუტატები იმ ცვლილებების განხილვას დაიწყებენ, რომლებსაც უკვე ოპოზიცია აპროტესტებს.

რესპუბლიკურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ცვლილებებით, რომელიც საინიციატივო ჯგუფის მიერ პარლამენტში უკვე წარდგენილია, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეზღუდვის ხარჯზე გენერალური დირექტორის უფლებამოსილებების გაზრდა იგეგმება. პარტიამ საგანგებო განცხადება დღეს გაავრცელა და საკანონმდებლო ორგანოს მიმართა, რომ საინიციატივო ჯგუფის წინადადებას მხარი არ უნდა დაუჭიროს

ცვლილებათა პაკეტი, რომელზეც თამარ კორძაია საუბრობს, პარლამენტში გოგა ჩართოლანმა და დოდო შონავამ წარადგინეს. ინიციატივის ავტორები სამეურვეო საბჭოსთვის უფლებების შეკვეცას გამორიცხავენ და მისთვის მაკონტროლებლის ფუნქციის გაზრდაზე საუბრობენ.

ახალი ინიციატივის მიხედვით, მაკონტროლებლის ფუნქციის გაძლიერებას სხვაგვარად ხსნიან სამეურვეო საბჭოში. სულხან სალაძე დარწმუნებულა, რომ იმ შემთხვევაში თუ პარლამენტმა ახალი ინიციატივა გაიზიარა, მაუწყებლის ბიუჯეტში და დებულებაში ცვლილებები ერთპიროვნულად განხორცილდება.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის შეიკრიბება სამუშაო ჯგუფი, სავარაუდოდ მმართველ გუნდს და ოპოზიციას 2-2 წარმომადგენელი ეყოლება.

მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.

ავტორი: ნატა მახვილაძე.

დღის ამბები