06 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა - ავტორები პროგრამის დეტალებზე საუბრობენ

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემას, ცვლილებების ავტორები თავად დადებითად აფასებენ და არასამთავრობო სექტორის კრიტიკას პასუხობენ. მათი აზრით, სისტემა ბევრად გამართული და ობიექტური იქნება.

„ყველა ეს ცვლილება, პირველ რიგში, ორიენტირებულია სასკოლო პროცესის გამრავალფეროვნებისაკენ, მოსწავლეებისაკენ. ვერ დავეთანხმები არასამთავრობო სექტორს, რადგან გამოცდა რჩება, როგორც საგნის გამოცდა, ასევე უნარების გამოცდაც დაემატა. უბრალოდ, თუ ადრე 61 % -დან ზემოთ ეთვლებოდა მასწავლებელს გამოცდის ჩაბარება, ახლა არის დაგროვებითი სისტემა და იმის მიხედვით, რამდენ მოაგროვებს ჯამური ქულიდან, იმის მიხედვით მიიღებს კრედიტ ქულებს,“ – აცხადებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, მანანა რატიანი.

ავტორი: სალომე ბოკუჩავა.

დღის ამბები