სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აზრით, პარლამენტის თბილისში დაბრუნების იდეა ქვეყნის თანაბარი განვითარების იდეას ეწინააღმდეგება.
„თუ ისინი ამას მაინც გააკეთებენ და მიიღებენ და ქუთაისიდან წავა პარლამენტი, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ არაერთხელ უთქვამს საზოგადოებას და არაერთხელ უთქვამთ ექსპერტებს, რომ ქვეყანა უნდა განვითარდეს თანაბარზომიერად და ამ თანაბარზომიერი განვითარების შესაძლებლობას უსპობენ როგორც ქუთაისს, ასევე მთლიანად რეგიონს,“ - განაცხადა ადამიანის უფლებებისა და განათლებისთვის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ქეთი ბერძენიშვილმა.
ავტორი: ანა წერეთელი.