ევროკავშირის წარმომადგენლობისხელმძღვანელი დღეს რუსთავი 2-ში იმყოფებოდა. დიპლომატი პირადად შეხვდა ჟურნალისტებს და გააცნო მისი და ზოგადად, ევროკავშირის პოზიცია საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის მნიშვნელობაზე.
იანოშ ჰერმანი პირველი დიპლომატი არ არის, რომელმაც რუსთავი 2-ს მხარდაჭერა ამ ფორმით გამოუცხადა, 1 ნოემბერს ტელეკომპანიაში ამერიკის ელჩი იმყოფებოდა.
რუსთავი 2-ის, როგორც პრო ევროპული და ყველაზე რეიტინგული ქართული ტელევიზიის მხარდაჭერა ევროპელმა პარლამენტარებმა დღეს სტრასბურგშიც ოფიციალურად გამოხატეს და საკუთარი პოზიცია ევროსაბჭოს რეზოლუციაში დააფიქსირეს.
მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტებზე განხორცილებულ თავდასხმაზე ანგარიში სტრასბურგში უკრაინელმა დეპუტატმა ვლადიმერ არიევმა მოამზადა. თუმცა, საქართველოსა და კონკრეტულად რუსთავი 2-ის შესახებ ჩანაწერის ინიციატორი ესტონელი დეპუტატი გახდა. მის მიერ მომზადებული ტექსტი, ქართული ოცნების წინააღმდეგობის მიუხედავად, რეზოლუციაში მცირედი ცვლილებით, მაგრამ მაინც შევიდა.
ამავე დოკუმენტში რუსთავი 2-ის შესახებ საპირისპირო ფორმულირების ჩადებას ითხოვდა ქართული ოცნება, ეს წინადადება ევროსაბჭოს საპარლმენტო ასამბლეამ ჩააგდო.
ავტორები: ნათია გოგსაძე, ლაშა მუმლაზე