პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ქართველმა ვიცე პოლკოვნიკმა გია ცერცვაძემ პირველი ვრცელი ინტერვიუ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს მისცა.
ქართველმა სამხედრომ რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომისა და უკრაინის ომის მონაწილეების დევნის მიზეზებზე ისაუბრა.
ცერცვაძის განცხადებით, მიზეზი ორია, პირველი - რუსეთს სურს ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის აგვისტოს ომის საბრძოლო ოპერაციების შესახებ და მეორე, შური იძიოს ყველა იმ ჯარისკაცზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა.
„რუსეთის ამოცანაა, პირველ რიგში მაქსიმალურად აიყვანოს ის პირები, ვისაც ქონდა და აქვს ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოებაზე. ანუ სტრატეგიული ობიექტების, საბრძოლო დანაყოფების, სტრუქტურის და ა.შ. ყველაფერზე, რაც საქართველოს საიდუმლოებას წარმოადგენს. მეორე მოტივი ის არის, რომ უნდათ დასაჯონ ის ხალხი, ვინც აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებში,“ - განაცხადა გია ცერცვაძემ.
ავტორი: ნოდარ მელაძე