საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველები გარეგანი შემოწმების პარალელურად, მოქალაქეების ნების მიუხედავად, მათ ფოტო და ვიდეო არქივს ქმნიან. ე.წ. რეიდების დროს პოლიცია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პირადი მობილური ტელეფონით, დაუკითხავად, მოქალაქეთა ნაწილს ფოტოებს უღებს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი საკონსტიტუციო სასამართლოში საპოლიციო კონტროლის შესახებ კანონს ასაჩივრებს.
კანონის თანახმად საპოლიციო რეიდი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სამართალდარღვევა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვისაც უცნობის თუ რის საფუძველზე და რამდენად კანონიერად აგროვებს პოლიცია მოქალაქეთა ფოტოებს.
ირღვევა თუ არა მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება და რის საფუძველზე გამოსცა ბრძანება, რომელიც პოლიცილებს პირადი მონაცემების გამხელის მიუხედავად, მოქალაქეებისთვის ფოტო გადაღების უფლებას ანიჭებს - შსს-ში ამ კითხვებს არ პასუხობენ.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი.