06 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
ე.წ. "ოქროს ბირჟის" საცავში არსებული ოქრო-ვერცხლი დაზიანებული არ არის - მერიის ლაბორატორიის ექსპერტები

ბავშვთა სამყაროს დამწვარი შენობის ტერიტორია თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ექპერტებმა უკვე დაათვალიერეს. ისინი აცხადებენ, რომ ე.წ. ოქროს ბირჟის საცავი დაზიანებული არ არის.

ამ დროისთვის შენობაში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულები საკუთარი საქონლის დაბრუნებას ელოდებიან. ცოტა ხნის წინ მათ შენობაში შეჭრაც სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები