06 ნოემბერი 2024,   03:14
ვრცლად
ოპტიმიზაცია თავდაცვის სამინისტროში - 2 250 ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა

თავდაცვის სამინისტროსთან ყოფილმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და სამსახურში აღდგენას ითხოვდნენ. მათი მტკიცებით სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს, ნაწილს კი კომპესაციაც არ ჩაურიცხეს. თავდაცვის სამინისტრომდე აქციის მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ. მათი თქმით საპროტესტო აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს და საჭიროების შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართავენ.

თავდაცვის სამინისტროში თანამშრომელთა მასობრივ გათავისუფლებას აპროტესტებენ ნაციონალურ მოძრაობაშიც. ოპოზიციის ინფორმაციით, უწყება შემცირებას თებერვალშიც აპირებს.

თავდაცვის სამინისტროში დღეს დაადასტურეს, რომ 2 250 ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. უწყებაში ამბობენ, რომ ეს პროცესი ოპტიმიზაციის რეფორმას უკავშირდება. სამინსიტროს ინფორმაციით, კომპენსაციები ყველა მათგანზე გასცეს.

თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ 2 250 ადამიანის შემცირებით, უწყებაში 32 მილიონი ლარი დაიზოგა რაც 2017 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.

ავტორები: სალომე ბოკუჩავა, შოთა დიმიტრიშვილი.

დღის ამბები