06 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
რამდენიმე საათს შუქისა და გათბობის გარეშე გაჩერებული მატარებელი ზესტაფონში

ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე მოუწიათ ყოფნა რამდენიმე საათის განმავლობაში ზუგდიდიდან თბილისში მომავალი მატარებელის მგზავრებს. შემადგენლობა ზესტაფონის რაიონში იყო გაჩერებული.

მგზავრები დახმრებისთვის კურიერს დაუკავშირდნენ და მათ მიერ გადაღებული კადრებიც მოგვაწოდეს. მათი თქმით, მატარებელი სამჯერ სხვადასხვა სადგურში გაჩერდა, რის შემდეგაც ის დამხმარე ელმავალს ჩააბეს. ბოლოს მგზავრები სხვა მატარებელში გადაიყვანეს.

შემადგენლობა თბილისში 5 საათის დაგვიანებით ჩამოვიდა. საქართველოს რკინიგზაში კი ირწმუნებიან, რომ მგზავრებს ლოდინი მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში მოუწიათ.

დღის ამბები