06 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
გია ცერცვაძემ უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი მოსთხოვა

ქართველმა მებრძოლმა, გია ცერცვაძემ, უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი მოსთხოვა. 

ეს ინფორმაცია  რუსთავი2-ს თავად გია ცერცვაძემ სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა. მისივე თქმით, განცხადება შესაბამის უწყებაში მისმა ადვოკატმა, ქსენია ორკონიოვამ, შეიტანა და მისთვის დევნილის სტატუსით ითხოვს პოლიტიკური თავშესაფარის მიცემას.   

ცერცვაძის თქმით, განაცხადის განხილვის ვადა 25 თებერვალს იწურება და უკრაინის ხელისუფლებამ ამ დროისთვის უნდა გადაწყვიტოს, მიანიჭებს თუ არა მას დვენილის სტატუსს. ადვოკატების თქმით კი,  დღეისათვის გია ცერცვაძის უსაფრთხოებისთვის ყველაზე ოპტიმალური უკრაინაში ყოფნაა და იმედოვნებენ, რომ მისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხი დადებითად გადაწყდება.    

დღის ამბები