06 ნოემბერი 2024,   03:15
ვრცლად
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ცატავას გატაცებას ადასტურებს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ადასტურებს, რომ ცატავა ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული და გალის ე.წ იზოლატორში იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მათ ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით გადაამოწმეს, სადაც ცატავას დაკავება დაუდასტურეს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ საქმეზე ცხელი ხაზის მეშვეობით აგრძელებს მუშაობას.

თუ არ მოხდა გერონტი ცატავას უახლოეს პერიოდში გათავისუფლება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მის საკითხს 22 თებერვალს ჩანიშნულ IPRM-ის შეხვედრაზე განიხილავს. 

გალიდან 52 წლის მამაკაცის საკუთარი სახლიდან შეიარაღებული პირების მიერ გატაცების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. გამტაცებლები გამოსყიდვის მიზნით ოჯახს 200 ათას რუსულ რუბლს სთხოვენ.

დღის ამბები