02 მაისი 2024,   04:08
ვრცლად
იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა უნდა ზრუნავდეს უსაფრთხოებაზე, საკონსტიტუციო კომისია აუქმებს უშიშროების საბჭოს - რაქვიაშვილი

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო პაკეტი გააკრიტიკა.

„იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი საფრთხის წყარო რუსეთის ფედერაციაა, არ იღებს ვალდებულებას ძალის არ გამოყენებაზე საქართველოს წინააღმდეგ და პრაქტიკულად მუდმივად აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღდეგ, როდესაც რეგიონებს პრაქტიკულად ყველა ქვეყნა ჩართულია ან ომში არ კონფლიქტში და არსებობს კრიზისების მარალი საფრთხე. ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა 24 საათის განმავლობაში უნდა ზრუნავდეს უსაფრთხოებაზე, საკონსტიტუციო კომისია აუქმებს უშიშროების საბჭოს, რომელიც არის უმაღლესი პოლიტიკური სათათბირო ორგანო, სადაც განიხილება თავდაცვის ეროვნული უსაფრთხოების, ომის და მშვიდობის საკითხები და ქვეყანას ტოვებს ქმედითი მთავარსარდლის გარეშე,“ - აცხადებს დავით რაქვიაშვილი.

დღის ამბები