02 მაისი 2024,   08:17
ვრცლად
მარინა ნაცვლიშვილის სამკაულების მეოთხე გამოფენა დღეს გაიხსნება

მარინა ნაცვლიშვილის სამკაულების მეოთხე გამოფენა დღეს გაიხსნება, ნატურალური ფერადი ქვებით გაფორმებული ვერცხლის სამკაულები 10 დღით საგამოფენო ექსპონატები გახდება.

ექსპოზიციაზე 30-მდე სამკაული იქნება წარმოდგენილი. თითოეული მათგანის მასალა ფერი და ფორმა განსხვავებულია - ეს იმიტომ, რომ ხელოვანი ნამუშევრებს მხოლოდ მისი დიზაინით და ექსკლუზიურად ქმნის. მთავარი ინსპირაცია კი თავად ქვებია. სამკაულების უმრავლესობა ფრინველის ფიგურებითაა გაფორმებული, რაც დიზაინერისთვის თავისუფლების სიმბოლოსთან ასოცირდება.

დღის ამბები