02 მაისი 2024,   08:32
ვრცლად
საქართველოს მიღწევები, რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, შთამბეჭდავია - აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტი

აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტი საქართველოს მიღწევებს რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით შთამბეჭდავს უწოდებს.

განცხადება აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტმა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას გააკეთა. შეხვედრაზე, საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის საქმიანობას საქართველოში.

საქართველოს პრემიერმა აზიის განვითარების ბანკს სივრცითი მოწყობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე, ისაუბრეს ბანკის მომავალ პროგრამებზე საქართველოში, საპენსიო და კაპიტალის ბაზრის რეფორმებზე და წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს. 

აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტი თბილისს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში სტუმრობს. 

დღის ამბები