15 მარტი 2025,   01:43
ვრცლად
იუსტიციის საბჭოში გასაუბრებების პროცესი არის სპექტაკლი - ანა დოლიძე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      „მიღებულმა გადაწყვეტილებებმა აცილების გარეშე დადასტურა, რომ გასაუბრებების პროცესი არის ჩვეულებრივი სპექტაკლი,“- ეს განცხადება ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრების პროცესთან დაკავშირებით გააკეთა.

      ვითარება საბჭოს მოსამართლე წევრებსა და პრეზიდენტის მიერ დანიშნულ წევრს შორის ანა დოლიძის მიერ კრიტიკული განცხადებების გამო დაიძაბა. რამდენიმე მოსამართლემ მისი აცილება მოითხოვა.

      „მნიშვნელობა არ აქვს უმცირესობაში მყოფი წევრები რა კითხვას დასვამენ, რას იტყვიან ან რა ქულებს დაწერენ, ამ დახურული პროცესის შემდეგ დაინიშნება ის მოსამართლეები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი შეთანხება საბჭოს უმრავლესობასთან. ეს არის საბჭოს სისტემური პრობლემა,“- განაცხადა ანა დოლიძემ.