9 თვიანი პაუზის შემდეგ, გიგა ჭიკაძე UFC-ის ოქტაგონს დაუბრუნდება. ქართველი მებრძოლის მეტოქე 18 სექტემბერს გასამართ ღონისძიებაზე ამერიკელი ოლამიდე იუსუფი იქნება. გიგას მეტოქე და ბრძოლის თარიღი უკვე ცნობილია, თუმცა ჯერ უცნობია ღონისძიების ჩატარების ადგილი.
გიგამ იანვარში UFC-ში მერვე ბრძოლა ჩაატარა და ზედიზედ შვიდი გამარჯვების შემდეგ პირველად დამარცხდა. ჭიკაძემ ამერიკელ კელვინ კატართან 5-რაუნდიან დაპირისპირებაში სრულად იჩხუბა. საბოლოოდ, შეხვედრის გამარჯვებული ამერიკელი მებრძოლი გახდა.