24 დეკემბერი 2024,   07:29
ვრცლად
გიორგი ტერაშვილი მსოფლიოს ვიცეჩემპიონია - ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ეკვადორში ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ეკვადორში ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს. ქართველმა ძიუდოისტებმა პირველ დღეს ორი მედალი მოიგეს. მეორე საჭიდაო დღეს ტატამიზე 4 ქართველი ძიუდოისტი გავიდა.

ჩვენმა გუნდმა ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ტერაშვილი ფინალურ ორთაბრძოლაში დამარცხდა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ეკვადორელ, გერმანელ, მაროკოელ და უნგრელი სპორტსმენებს აჯობა.

დღის ამბები