22 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
"კვარა არის ბიჭი, რომელიც სხვა ქვეყნიდანაა ჩამოსული, ყველაფერი კარგად იქნება" - სპალეტიმ პრესკონფერენციაზე კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

"ნაპოლის" მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ "ლაციოსთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. სპალეტის იტალიელმა ჟურნალისტმა ჰკითხა თუ რითი ახსნიდა კვარაცხელიას შედარებით სუსტ პერფორმანსებს საწყის 2 შესანიშნავ მატჩთან შედარებით.

სპალეტიმ ხაზი გაუსვა, რომ ხვიჩა ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესშია.

​"კვარა არის ბიჭი, რომელიც სხვა ქვეყნიდანაა ჩამოსული, მას ადაპტაცია და ჩვენს ფეხბურთთან შეჩვევა სჭირდება. ალბათ მეტი ენერგია იხარჯება სწრაფად შეწყობის პროცესში, ის ჯერ კიდევ ამ ფაზაშია, ყველაფერი კარგად იქნება," - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

დღის ამბები