26 აპრილი 2024,   09:07
ვრცლად
ჯანდაცვის კომიტეტის წევრები მინდელის შახტში არსებულ ვითარებას გაეცნობიან

ტყიბულში, მინდელის შახტში არსებულ ვითარებას ჯანდაცვის კომიტეტის წევრები გაეცნობიან.

ადგილზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჩავლენ. 

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ შახტში ჩასვლა და დათვალიერება უსაფრთხო შრომის უფლებების დაცვაზე მათ საკანონმდებლო მუშაობას წაადგება.

დეპუტატების თქმით, კომიტეტი უკვე განიხილავს მეშახტეთა სოციალური პროგრამების გაუმჯობესებასა და საპენსიო ასაკის დაწევასაც.

„გადავწყვიტეთ უშუალოდ მოვინახულოთ შახტა 300 მეტრის სიღრმეზე და შევაფასოთ იქ არსებული ვითარება, თუ რა პირობებში უწევთ მეშახტეებს მუშაობა. შესაძლოა ვიფიქროთ საპენსიო ასაკის განხილვაზე, რომ ის იყოს უფრო ნაკლები ვიდრე არის დღეს“- აცხადებს კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები