06 მაისი 2024,   20:58
ვრცლად
"მიზეზები არ დაილევა, ვიღაცა მივლინებაშია, ვიღაცა საქეიფოდ არის, ვიღაცა უქეიფოდ" - ქანთარია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის გადადებაზე 

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის გამართვის თარიღთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ნუკრი ქანთარიას ინფორმაცია არ აქვს. 

ქანთარიას თქმით, მან მხოლოდ ის იცის დაზუსტებით, რომ აუცილებელია სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართოს და მისი გადადება სხვადასხვა მიზეზით არ მოხდეს.

„რაც უფრო გადაიდება მით უფრო გართულდება, იმიტომ რომ პრობლემა არ უნდა დააძინო პრობლემას უნდა უმკურნალო და უნდა გადაჭრა. მიზეზები არ დაილევა, ვიღაცა მივლინებაშია, ვიღაცა საქეიფოდ არის, ვიღაცა უქეიფოდ, ვიღაც ავად არის...- ასე ახლა ჩვენ სად წავალთ.

ერთი დღე უნდა დაინიშნოს და იმ დღეს ყველამ მაქსიმალური მობილიზაცია უნდა მოახდინოს“- აცხადებს ნუკრი ქანთარია.

დღის ამბები