24 მაისი 2018,   15:48
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ოკუპანტების მიერ გატაცებული ელიზბარ მესტუმრიშვილი თავისუფალია

სოფელ ჯარიაშენიდან გატაცებული ელიზბარ მესტუმრიშვილი თავისუფალია. ის უკვე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და ამ წუთებში მომხდარის დეტალებს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებს აცნობს.

ელიზბარ მესტუმრიშვილი ამბობს, რომ ის დაკავებისას ჯერ რუსულ ბაზაზე, შემდეგ კი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებული ოკუპირებულ ცხინვალში გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლეს. ის ამბობს, რომ მას ჯარიმა არ გადაუხდია.

77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილი საოკუპაციო ზოლთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მაშინ დააკავეს, როდესაც საქონელს მწყემსავდა. 

დღის ამბები