26 აპრილი 2024,   23:10
ვრცლად
"სისულელე და მოგონილი თემა-" გია ვოლსკი ანი მიროტაძეს პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ანი მიროტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. 

ანი მიროტაძის თქმით, მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირება საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევას უკავშირდება. 

გია ვოლსკი ამბობს, რომ თემა გამოგონილია და ის დაპირისპირების პროვოცირებას ემსახურება. 

მართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ  ის ცდილობს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თითქოს კიდევ ერთი დამატებითი თემა არსებობს, რომელზეც უმრავლესობა ვერ თანხმდება. 

"ეს თემა არის მოგონილი იმის მიერ ვისაც უნდა, რომ რაღაცა დამატებითი სოლები ჩაარჭონ და თითქოს დაპირისპირებებს პროვოცირება გაუკეთონ. უფრო სწორედ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი დამატებითი თემა არსებობს, რომელზეც უმრავლესობა ვერ თანხმდება, რაც არის აბსოლუტური სისულელე,"-განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ანი მიროტაძემ დღეს განაცხადა, რომ მმართველ გუნდში დაპირისპირება საპრეზიდენტო კანდიდატს უკავშირდება. მისი თქმით "ქართული ოცნების" ე.წ. ძველი და ახალი გუნდები ვერ თანხმდებიან კანდიდატზე და სწორედ ამას უკავშირდება კონფლიქტი. 

დღის ამბები