20 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
ე.წ. ახლები და თუ ძველები - მიროტაძის განცხადებით, მმართველ გუნდში დაპირისპირება საპრეზიდენტო კანდიდატს უკავშირდება

დაპირისპირება მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატს უკავშირდება - ამის შესახებ განცხადება, ანი მიროტაძემ გააკეთა. ”ეროვნული ფორუმის” წევრი ამბობს, რომ ე.წ. კვირიკაშვილის და კალაძე-კობახიძის გუნდები ცდილობენ საკუთარი კანდიდატები გაიყვანონ.

მიროტაძე ამბობს, რომ დავას აზრი არ აქვს, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.

„თალაკვაძის კანდიდატურის განხილვა, რომ ხდებოდა ამაზე მედიაც წერდა რამდენიმე ხნის წინ. თუმცა კონკრეტულ გვარზე არ არის დამოკიდებული, რომელი გვარი იქნება. აქ საუბარი არის იმაზე, რომელი გუნდის წარმომადგენელი იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს ე.წ. ახლების თუ ეს ე.წ. ძველების. ანუ  დაპირისპირების ძირითადი საფუძველი არის ეს, რომ რომელი გუნდი წარმოადგენს მას. მე ვფიქრობ, რომ კანდიდატი იქნება ის ვისაც ხელს დაადებს ბიძინა ივანიშვილი. ასე, რომ არ ვურჩევდი არც ერთს და არც მეორე მხარეს ასეთ ვნებათაღელვას. არ გამოვრიცხავ. რომ სრულიად სხვა კანდიდატი იყოს, რომელიც არ იქნება ასოცირებული არც ძველებთან და არც ახლებთან. ანუ ნაკლები პრეტენზიები ექნებათ როგორც ერთ ასევე მეორე მხარეს. მაგრამ მთავარი გარანტია უნდა იყოს ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ნაკლებად მოუშალოს ნერვები,“-განაცხადა ანი მიროტაძემ

დღის ამბები