02 მაისი 2024,   10:33
ვრცლად
"26 მაისს დავინახავთ რა ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს დასავლეთიდან" - პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენება დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა პარლმენტში თავის მეხუთე და პრეზიდენტის რანგში ბოლო მოხსენება 2012 წლის ხელისუფლების შეცვლის დღიდან დაწყებული მიღწევებით დაიწყო.
პრეზიდენტის თქმით, მთელი ქართული საზოგადოების მიღწევა იყო ის, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალა.

„ეს იყო საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯი ხელისუფლებს მშვიდობიანი შეცვლა გახლდათ ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა თვისობრივად წინ წასწია, მახსენდება 2013 წელი, როცა ერთად ვმოღვაწეობდით საქართველოს მთავრობაში.

"მაშინ განხორციელებული რეფორმები, რაც გააკეთა დათო სერგეენკომ, დათო კირვალიძემ, ის რაც მე გავაკეთე განათლების სისტემაში და შემიძლია ვთქვა, რომ იმის მერე განათლების სისტემაში არაფერი გაკეთებულა იყო ორიენტირებული თითოეულ მოქალაქეზე, იყო ორიენტირებული რომ შეცვლილიყო ყოფა რიგითი ქართველის, ასე მოხდა ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში და ამ სულისკვეთებით მე დავთანხმდი ვყოფილიყავი ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი რათა ეს მოღვაწეობა გაგრძელებულიყო.

"მინდა დავიწყო საგარეო პოლიტიკური კურსით და ვითარებით,
ევროინტეგრაცია შთამბეჭდავ შედეგებს გვაჩვენებს ეს არის ასოცირება ეს არის თავისუფალი ვაჭრობა უვიზო რეჟიმი სულ ბოლოს მიღწეული დიალოგი, ჩვენ ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას სულ მალე 26 მაისს დავინახავთ რა ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს დასავლეთიდან“-განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები