26 აპრილი 2024,   09:16
ვრცლად
„აღმოჩნდა, რომ პრობლემები არსებობს, სიმწვავის დონე არის მაღალი," - შოთა ხაბარელი ძიუდოს ფედერაციის შესახებ

გაიმართება თუ არა ხვალ ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა უცნობია. ყრილობა სასტუმრო ბილტმორის დარბაზში უნდა ჩატარდეს, თუმცა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ამბობს, რომ ყრილობა მსგავს დაძაბულ ვითარებაში არ უნდა გაიმართოს.

შოთა ხაბარელი მთავარ მიზეზად სპორტის მინისტრთან მხარეების შეხვედრას ასახელებს. მიხეილ გიორგაძემ საქმეში უკეთ გასარკვევად დრო ითხოვა. 

ყრილობა ფედერაციის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ერთი კვირის წინ დანიშნა.

„აღმოჩნდა, რომ პრობლემები არსებობს, სიმწვავის დონე არის მაღალი. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება მიიღო სამინისტრომაც, ოლიმპიურმა კომიტეტმაც, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტმაც, რომ თავიდან ბოლომდე იყოს შესწავლილი ეს სიმწვავეები და შემდგომ ალბათ გადაწყვეტილებამდე მივალთ,“ - აღნიშნა შოთა ხაბარელმა.

დღის ამბები