26 აპრილი 2024,   09:21
ვრცლად
ერთადერთი რაც დაგვრჩენია არის ის, რომ ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ადამიანებს - ბექა წიქარიშვილი 

აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" ორგანიზატორები ნარკოპოლიტიკის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას ელოდებიან. მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ რეფორმის შესახებ საკუთარ ხედვებს გაასაჯაროებს, ცნობილი გახდება პროტესტის რა ფორმას მიმართავენ ისინი.

თითქმის ორდღიანი შიდა კონსულტაციები აქციის ორგანიზატორებს შორის ჯერ ისევ უშედეგოდ დასრულდა.

სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი, განახლდება თუ არა აქციები.

„პოლიტიკური სისტემა ხალხის წინააღმდეგ არის მომართული და ის პოლიტიკა, რომელსაც ისინი აწარმოებენ ხალხის მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ დაპირისპირებას და პრობლემების გადაფარვას ემსახურება. ერთადერთი რაც დაგვრჩენია არის ის, რომ ისევ გავერთიანდეთ, ვკონსოლიდირდეთ და ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ადამიანებს.

ეს არ იქნება მხოლოდ აქციები, ეს იქნება გრძელვადიანი სამუშაო, რომელსაც გავაგრძელებთ კონკრეტული სტრატეგიებით,“-განაცხადა „თეთრი ხმაურის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები