26 აპრილი 2024,   08:53
ვრცლად
პროფკავშირების აქციები საფრანგეთში - აქტივისტებმა მაკრონის გამოსახულების ფიტული დაწვეს

საფრანგეთში პროფკავშირების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია პოლიციელებთან შეტაკებით დასრულდა. პარიზის ქუჩებში საჯარო დაწესებულებების თანამშრომლები გამოვიდნენ და სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.

ისინი პრეზიდენტის ეკონომიკურ რეფორმებსაც აპროტესტებდნენ. აქტივისტებმა ერთ-ერთ ქუჩაზე ემანუელ მაკრონის გამოსახულების ფიტულიც დაწვეს და მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს.

აქციის დასასრულს პოლიციელებმა 17 დემონსტრანტი დააპატიმრეს.

 

დღის ამბები