03 მაისი 2024,   12:10
ვრცლად
„თქვენ გაქვთ ეს ბედნიერება, რომ ხართ თავისუფალი, დამოუკიდებელი სამშობლოს შვილები" - პრეზიდენტი მოსწავლეებს შეხვდა

პრეზიდენტი სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "დამოუკიდებლობა თავისუფლებისათვის - სასკოლო კლუბების ქსელის" მონაწილეებს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილმა პროექტში მონაწილე აქტიურ და წარმატებულ სკოლებს სერტიფიკატები გადასცა და პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

„თქვენ გაქვთ ეს ბედნიერება, რომ ხართ თავისუფალი, დამოუკიდებელი სამშობლოს შვილები. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა თქვენს ქვეყანაზე იფიქროთ, თქვენს ქვეყანაზე იოცნებოთ, თქვენს ქვეყანას მოუაროთ. ეს არის თქვენი ქვეყანა, თავისუფალი ხალხის ქვეყანა“-მიმართა პრეზიდენტმა მოსწავლეებს.

დღის ამბები