27 აპრილი 2024,   01:51
ვრცლად
„არანაირი დრო არ დაკარგულა.. ქვეყნის სიმბოლო მაშინ იყო მოძალადე ყავარჯნებიანი კაცი"-უმრავლესობა ოპოზიციას პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობა არ იზიარებს ოპოზიციის კრიტიკას, რომ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე ხელისუფლებამ ბევრი დრო დაკარგა.

გია ვოლსკი ამბობს, რომ სამუშაოები ამ მიმართულებით ნამდვილად დაიწყო წინა ხელისუფლებამ, თუმცა იმ ვითარებიდან გამომდინარე,მ რომელიც მაშინ ქვეყანაში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა ვერ შეძლებდა ჰქონოდა  „ქართული ოცნების“ მიღწევები.

„არანაირი დრო არ დაკარგულა. რასაკვირველია იმ მიღწევებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა ვერანაირად ვერ იზეიმებდა. ვინაიდან შემქნილი სიტუაცია საქართველოში იყო ძალიან მძიმე და ქვეყნის მთავარ სიმბოლოდ იქცა ყავარჯნებიანი კაცი მოძალადე. რაც შეეხება, რომ ეს დაწყებული იყო სამუშაოები, კი ვაღიაროთ რომ არსებობდნენ საქართველოში, თუნდაც სერგი კაპანაძე, ადამიანები ვინც  პროფესიონალურად და საქმის ცოდნით უდგებოდნენ ყველა საკითხს,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კი დარწმუნებულია, რომ აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობებზე საუბარი წინა ხელისუფლების დროს არ დაწყებულა. დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით მაშინ უბრალოდ წამოიწია იდეამ რომ დაწყებულიყო ამაზე საუბარი.

„არანაირი მოლაპარაკება ფორმალური არ დაუწყიათ მათ,"-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დაკარგულ დროსთან დაკავშირებულ კრიტიკას არ იზიარებს არც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. სოფო კილაძე ამბობს, რომ მთელი ამ 6 წლის განმავლობაში მიდიოდა ამ საკითხზე მუშაობა.

საქართველოსა და აშშ-ს  შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მნიშვნელობაზე გიორგი კვირიკაშვილი Fox news-ზე გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში წერს. ამერიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით, არაერთ სარგებელს მოუტანდა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს. მის ამ განცხადებას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობაში აღნიშნეს, რომ  მსგავსი მოლაპარაკებები აშშ-სთან მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო თუმცა პრემიერმა ღარიბაშვილმა ეს პროცესი შეაჩერა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები