03 მაისი 2024,   12:13
ვრცლად
ხანძარი თბილისში - ცეცხლი ნავთლუღის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩნდა

ხანძარი თბილისში - ცეცხლი ნავთლუღის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩნდა. დამწვარია ავტომობილების მეორადი საბურავები და საყოფაცხოვრებო ნივთები, დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია გამომწვევი მიზეზი.

დღის ამბები